21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან და ტაძრის მოძღვართან დეკანოზ მამა ილიასთან (ლომაია) ერთად აღავლინა. წირვა-ლოცვას მეუფე გრიგოლის მიერ მოწვეულ სტუმრებთან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან და საქართველოს სასულიერო სემინარიის რექტორ სერგო ვარდოსანიძესთან ერთად. საზეიმო წირვა ლოცვას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა ბუკია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მეუფე გრიგოლმა საღმრთო ქადაგების დაწყებამდე ტაძარში შეკრებილ მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა და პატრიარქის კურთხევით მრევლთან ერთად ღვთისმშობლისადმი სავედრებელი ლოცვა წაიკითხა.