ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში კონცერტი გაიმართა,
მაყურებელთა წინაშე „ლაშა ღლონტი ოჯახთან ერთად“ წარდგა.
ლაშა ღლონტმა, ანი ღლონტმა და თორნიკე მაისურაძემ ცნობილი ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი, ყველა თაობის მსმენელისთვის საყვარელი სიმღერები შეასრულეს.
კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერი დავით ბუკია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონცერტი ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის და„ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ მხარდაჭერით ჩატარდა.