23 დეკემბერს ხობში, საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სტუმრების წინაშე საკუთარი რეპერტუარით მომღერალი დავით არჩვაძე წარსდგა.
საღამოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია ხელისუფლების სხვა წარმომადგნელებთან ერთად დაესწრნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ მედიცინის სფეროს მუშაკებს მიულოცა პროფესიული დღე და კარიერული წინსვლა და წარმატებები უსურვა მათ.