ხობში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 3 მილიონ 100 ათას ლარამდეა.
სპორტული კომპლექსის პროექტში გათვალისწინებულია ჭიდაობის, კრივის, მკლავჭიდის, ფიტნესის, ჭადრაკის, ბილიარდის, საკონფერენციო დარბაზების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა. ასევე მოეწყობა საუნა და სხვა გამაჯანსაღებელი პროცედურების სივრცეები, იფუნქციონირებს სწრაფი კვების ობიექტი.
მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ, საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარემ ბექა მამაცაშვილმა და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, გია ჩაბალუხამ დაათვალიერეს.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ართვინ ჯორჯია“ ახორციელებს.