საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ ხობში მშენებარე სტადიონი დაათვალიერეს და სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძესთან, მერის მოადგილეებთან რევაზ ზაქარაიასთან და დავით ბერაიასთან და საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მედეა თათარიშვილთან ერთად გაეცნენ.
ხელოვნურსაფარიანი სტადიონი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელიპროექტების ფონდის, ადგილობრივი ბიუჯეტის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით შენდება. პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნური საფარის დაგება, განათების, ტრიბუნების და ელექტრო ტაბლოს მოწყობა. შენდება ფეხბურთელთა გასახდელი შენობა და კეთილმოეწყობა ეზო.