ცენტრალურ პარკში მოეწყო სხვადასხვა სახის აქტივობები, საბავშვო-გასართობი სივრცეები და პავილიონები, საპნის ბუშტების შოუ, ბავშვების გართობაზე ანიმატორებმა იზრუნეს, წარმოდგენილი იყო თითების თეატრი, სახის მოხატვა, ყვავილების გვირგვინების მასტერკლასი.
მოეწყო ხელთნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი წარმოების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.
საღამო გრანდიოზული კონცერტით გაგრძელდა, სადაც მაყურებელთა წინაშე "თბილისურიკვარტეტი, "ქართული ხმები", "ჩვენი კვარტეტი", ნათია პერანიძე, მაია ჯაბუა, ნუკრი კაპანაძე, ნეკა სებისკვერაძე, ნინო გულიაშვილი, ლიკა დოლიძე და ,,ლაიქ ბენდი“, წარსდგნენ. კონცერტის ჯანო იზორია უძღვებოდა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადეობასთან და სტუმრებთან ერთად ესწრობოდნენ.