ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სოციალურად დაუცველ 1419 ოჯახს კვების პროდუქტების პაკეტი გადაეცემა, პროდუქტების პაკეტს (ერთი ტომარა პურის ფქვილი, ზეთი, შაქარი, ბრინჯი) მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური ჯგუფები მიიღებენ.
პროდუქტების გაცემის პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ (ნუკრი) ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია გაეცნენ.
მოწყვლადი ჯგუფებისთვის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების შესაძენად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 55 000 ლარამდე დაიხარჯა.
ხობის მუნიციპალიტეტში, პანდემიასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობა, ბიზნესმენები და მოხალისეთა ჯგუფი სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობებს ახორციელებენ.