ცენტრალურ პარკში მარიამ შენგელიას და ბენდ ,,მიქსტურას'’ კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ქარდავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გივი ლატარია, და მერის მოადგილე დავით ბერაია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
საზეიმო ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა.
სკოლების კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება - DJ “სევენ“ის კონცერტით დასრულდა.