ხობის მუნიციპალიტეტის შავღელის ადმინისტრაციულ ერთეულში, მუსლიმებმა რამაზან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს. დღესასწაული 30 დღიანი მარხვის შემდეგ აღინიშნება. რამაზან ბაირამი მორწმუნეებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებლოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, მერმა დავით ბუკიამ და საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა შავღელის ადმინისტრაციულ ერთეულში აკაკი ხურცილავამ მიულოცეს.