25 დეკემბერს ხობის ცენტრალურ პარკში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე აინთო. საზეიმო ღონისძიებას პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კონცერტზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
გაიმართა კონცერტი სადაც მაყურებლის წინაშე დგილობრივი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები წარსდგნენ.
სადღესასწაულო ღონისძიებაზე, ასევე 2019 წლის ხობის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.