ხობის მუნიციპალიტეტში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა, აინთო ქალაქში დამონტაჟებული საახალწლო ილუმინაციებიც, რომელიც მუნიციპალიტეტს მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით საჩუქრად გადაეცა.
ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საახალწლო კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ქორეოგრაფიული, მუსიკალური ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები წარსდგნენ. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია ესწრებოდნენ.
საღამო ფლეშმობითა და დრამერების შოუთი გაგრძელდა. საზეიმოდ აინთო ხობის მთავარი ნაძვის ხე , ახალგაზრდების განწყობაზე დიჯეი GIO- მ იზრუნა. საახალწლო კვირეულის პირველი დღე გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.