საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედერა დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა. სამუშაო ჯგუფში საკრებულოს, მერიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შედიან.
შეხვედრაზე „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორმა შორენა საბახტარაშვილმა ისაუბრა მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე. როგორც მან აღნიშნა დღეის მდგომარეობით ხობის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში იმყოფება უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 7 ადამიანი. რომელთაც მუდმივად აკვირდებიან დარგის სპეციალისტები.
სხომის დასრულების შემდეგ საბჭოს წევრებმა მოსახლეობას სპეციალური ბუკლეტები დაურიგეს და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე მოუწოდეს.
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა, ჯგუფის წევრები საჭიროებების მიხედვით შეასრულებენ სხვადასხვა ტიპის დავალებებს.
დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ხელისუფლება მართავს პროცესს.
სამუშაო ჯგუფი სხდომებს სისტემატურად ჩაატარებს.