აქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ხობის მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
ხობის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწეყო ხელთნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი წარმოების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ცენტრალურ პრაკში მოეწყოსაბავშვო გასართობი სივრცე, სახის მოხატვა, ანიმაციური პერსონაჟები, ოჩოფეხები, სამახსოვრო ფოტოს გადასაღები კუთხე. მოეწყო მხატვარ ანზორ თოდრიას ნამუშევრების და ბავშვების ნახატების გამოფენა;
გაიმართა კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
ხობის ცენტრალურ სტადიონზე მოყვარულთა ლიგის მუნიციპალური ეტაპის ფინალური შეხვედრები გაიმართა. პირველობის გამარჯვებული ხობის „ჭალეს“ გუნდი გახდა, მეორე ადგილი „ხეთის“ გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ახალი ხიბულის გუნდი „ხიბლი“ გავიდა. გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.
კულტურის სახლის დიდ დარბაზში გაიმართა კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით. ანსამბლი ,,კოლხეთისა“ და სამუსიკო სკოლის გუნდის მონაწილეობით შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
26 მაისის ღონისძიებები დღის ბოლოს, დასკვნითი გალა კონცერტით ჯგუფი ,,იბერიას“, ქეთი ორჯონიკიძისა და ანი სირაძის მონაწილეობით დასრულდა..