საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, ქალაქ ხობში, კულტურული და სპორტულ-გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
ცენტრალურ პარკში მოეწყო საბავშვო სივრცე, ნახატების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე ზღაპრების კოსტიუმირებული გმირები ზრუნავდნენ.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საფეხბურთო პირველობის გამარჯვებული „თორსა“ გახდა.
17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, ანსამბლ „კოლხეთის“ და შემოქმედებითი ჯგუფებისშესრულებით აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პროგრამის ფარგლებში ჯგუფი ,,შარას’’, ადგილობრივი შემსრულებლების და ქორეოგრაფიული ჯგუფების მონაწილეობით კონცერტები გაიმართა.
ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
საზეიმო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.