ქალაქ ხობში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნა. ცენტრის მომსახურებით 6 დან 18 წლამდე ასაკის 20 ბენეფიციარი ისარგებლებს.
დღის ცენტრის გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცენტრი ბენეფიციარებს სხვადასხვა სახის მომსახურებას შესთავაზებს. ბავშვებთან სპეციალისტები არაფორმალური განათლების, თერაპიული აქტივობებისა და სოციალური უნარების განვითარების მიმართულებით იმუშავებენ. ცენტრი, ასევე უზრუნველყოფს ბავშვთა ტრანსპორტირებას და კვებას.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა განათლებისა და განვითარების ცენტრ “თოლისკურის“ პროექტმა: “თანასწორობა გვჭირდება“.