ტრადიციული სპორტული ფესტივალი "სპორტი ყველასათვის" მინი ფეხბურთსა და მძლეოსნურ გარბენში გაიმართა. ორდღიან ტურნირში 2011, 2012 და 2013 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა 16 ხოლო გოგონათა 8 გუნდი მონაწილეობდა.
ღონისძიებებს საქართველოს პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, „სპორტი ყველასათვის“ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი მაია აზარაშვილი, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და იურიდიულ,სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მედეა თათარიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
სპორტული ღონისძიება საქართველოს ეროვნული ფედერაციის "სპორტი ყველასათვის", საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.