ტრადიციული სპორტული ფესტივალი "სპორტი ყველასათვის" მინი ფეხბურთსა და მძლეოსნურ გარბენში გაიმართა. ორდღიან ტურნირში 2011-2014 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა და გოგონათა გუნდები მონაწილეობდა.
ღონისძიებებს საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ვიცეპრეზიდენტი მაია აზარაშვილი, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია და იურიდიულ,სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მედეა თათარიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
სპორტული ღონისძიება საქართველოს ეროვნული ფედერაცია "სპორტი ყველასათვის", საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.