ხობში ტრადიციული სპორტული ფესტივალი "სპორტი ყველასათვის" მინი ფეხბურთსა და მძლეოსნურ გარბენში გაიმართა. ორდღიან ტურნირში ჭაბუკთა და გოგონათა გუნდები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გოჩა ქაჯაია და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
სპორტული ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული ფედერაცია "სპორტი ყველასათვის" ორგანიზებით გაიმართა.