საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და დაფინანსებით ქ. ხობში, ახალგაზრდულ ცენტრ „თუთარჩელას“ მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება სპორტული ტრენაჟორების ღია სავარჯიშო მოედანი. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა ქვაფენილები, დამონტაჟდება რვა სპორტული ტრენაჟორი, მათ შორის ორი შშმ პირებისთვის, შესაბამისი სპეციალური სავარჯიშო ზონის მოწყობით.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ენ ემ ემ“ ჯგუფი და შპს „ბერიკონი 404“ თანაპარტნიორობით ახორცილებენ.
მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ტარიელ ალექსანდრიამ, გამგებლის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ და ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ბიუროს ხელმძღვანელმა რევაზ წულაიამ დაათვალიერეს.