ქალაქ ხობში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება: ტრიბუნების რეკონსტრუქცია, დამონტაჟდება 4000 ინდივიდუალური სკამი, აშენდება ახალი შენობა-ნაგებობა სპორტსმენთა და მწვრთნელთათვის, მოწესრიგდება წყლის მომარაგების, კანალიზაციის, ელექტროგაყვანილობის სისტემა. პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება და მისი ღირებულება 444 998 ლარია. სამუშაოს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ტოტალი“ ახორციელებს.
ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ლევან შონიას მხარდაჭერით ხორციელდება.