ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში პოეტ თემურ ელიავას პოეზიის საღამო გაიმართა. პოეტმა დამსწრე საზოგადოების წინაშე ყველასთვის კარგად ნაცნობ ძველ ლექსებთან ერთად ახალი ლექსებიც წაიკითხა.
პოეზიის საღამოს საზოგადოების წევრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებიც ესწრებოდნენ. სტუმრებმა ისაუბრეს ახალგაზრდა პოეტის შემოქმედებაზე და დასასრულს ახალგაზრდა პოეტს მომავალი შემოქმედებითი წარმატებები უსურვეს.