2014 წლის 7 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა შეხვდა შპს „ Georgian Product Renessaince “ წარმომადგენლებს. მათი განმარტებით მიმდინარე წლის აგვისტოდან ქალაქ ხობში ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე, გაიხსნება და ამოქმედდება თხილის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც მზადაა 600-700 ტონა ნედლეულის გადასამუშავებლად. ქარხანა წლის განმავლობაში დაამზადებს 200-250 ტონა მზა პროდუქციას გატეხილი თხილის, დაქუცმაცებული და მოხალული თხილის სახით. ქარხანა ძირითადად იმუშავებს, როგორც ევროპის ბაზარზე, ასევე აუთვისებელ ბაზარზეც. ქარხანა არის საერთაშორისო ხარისხის „Aiso 22000:2005“ სერთიფიკატის მფლობელი. შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარე ე. ჯობავამ ისაუბრა ახალი ქარხნის ამოქმედების დიდ მნიშვნელობაზე, როგორც ხობის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, ასევე ადამიანთა დასაქმების თვალსაზრისით. ქარხანაში დასაქმდება დაახლოებით 70-80 ადამიანი, სავარაუდოდ რეზერვით გათვალისწინებულია დამატებით 50 მუშა ხელი.