ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
საერთაშორისო პირველობების გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები მწვრთნელებთან ერთად სპორტის სფეროში მიღწეული წარმატებებისა და ხობის მუნიციპალიტეტის წარმოჩენისთვის ფასიანი საჩუქრებითადა საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.
მიმდინარე წელს, “ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარებისა მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში, წარმატებულ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს მიღწეული შედეგების შესაბამისად ფულადი თანხა პირად ანგარიშზე ერიცხებოდათ.