12 აგვისტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. „ცოტნეობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.
ცოტნეობის დღესასწაულთან დაკვარშირებით მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის აქტივობები განხორციელდა.
ხობის ცენტრალურ პარკში გაიმართა გოგიტა ჩიტაიასლექცია-სემინარი თემაზე „ცოტნე და ხობის მონასტერი“.
ჩატარდა ინტელექტუალური თამაში ახალგზარდებს შორის, კულტურის სახლის დიდი დარბაზი კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა, შესრულდა ახალგაზრდების ფლეშმობი.
კულტურის სახლის ფოიეში მოეწყო ახალგაზრდა მხატვრის ლალო გადელიას ნამუშევრების გამოფენა.
გაიმართა კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.
ხობის ცენტრალური პარკში მოეწყო ხელთნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
ჩატარდა სხვადასხვა სპორტული აქტივობებები მაგიდის ჩოგბურთში, ქუჩის კალათბურთში, ჭადრაკში, ნარდსა და მძლეოსნობაში.
ახალგაზრდების ჩართულობით ჩატარდა ქალაქური თამაშები (City Game).
ღონისძიებებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელდები მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.