26 აპრილს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის ხობის ჰოსპიტალში“ თბილისიდან მოწვეული პროფესიონალ მედიკოსთა ჯგუფი ესტუმრა. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცათ სულიად უფასოდ მიეღოთ სამედიცინო კონსულტაცია და ჩაეტარებინათ ლაბორატორიული და კლინიკო-დიაგნოსტიკური კვლევები, სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ: 1.მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი. 2. ძუძუს კიბოს სკრინინგი. 3. პროსტატის კიბოს სკრინინგი. 4. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი. 5. PSA ანალიზი. ჩამოტანილ იქნა მამოგრაფიის აპარატი. მოსახლეობას ასევე მოემსახურნენ ენდოკრინოლოგი და ნევროლოგი. აქცია ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს,მერიისა და ხობის მაჟორიატრი დეპუტატის ირაკლი დაჩი ბერაიას ინიციატივითა და მათივე ძალისხმევით გაიმართა, როგორც ორგანიზატორებმა არნიშნეს მსგავსი ტიპის სამედიცინო კვლევები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და ის მომავალშიც ჩატარდება.