ხობში, "ღია შეხვედრები“-ს ფარგლებში, შემაჯამებელი შეხვედრები საგვიჩიოს, ზემო ქავლონისა და ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში და ქალაქ ხობის მოსახლეობასთან გაიმართა. ადგილობრივებს პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივებმა დასვეს მათთვის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები, რომელთა შორის პრიორიტეტულად შიდა გზების, წყლის სისტემის, გარე განათების, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია დასახელდა. როგორც ხელიუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.