საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (MRDI), ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის (CEGSTAR) და G3 წარმომადგენლებთან თანამშრომლობით 9-10 ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობების ახლადაარჩეული თანამდებობის პირების - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, კომისიის თავმჯდომარეებისა და აპარატის უფროსებისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან მონაწილეობდნენ სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დ. გაბუნია, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე შ. სირაძე, საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტ. ალექსანდრია, ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გ. სიჭინავა, სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნ. შუშანია და საკრებულოს აპარატის უფროსი ლ. შამათავა. ტრენინგ კურსის გავლის შედეგად მონაწილეები გაეცნენ საბაზისო პრაქტიკულ ცოდნას თვითმმართველობის საკითხების შესახებ და იმ თემების შესახებ, რომლებიც აუცილებელია მათი საქმიანობისა და საჯარო მომსახურების ეფექტურად მიწოდებისათვის. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.