4 აპრილს ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXVII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრის მორიგი კალენდარული მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხობის „კოლხეთი“ და ხარაგაულის „ჩხერიმელა“ შეხვდნენ. მატჩი დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა, ხობის „კოლხეთის“ ფეხბურთელებმა საგოლე მომენტები ზუსტად გამოიყენეს და საბოლოდ ანგარიში „კოლხეთის“ სასარგებლოდ 3:0 დასრულდა.
თამაშს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.