ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის ორგანიზებით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საჯარო განხილვა,რომელიც შეეხებოდა ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მეორე გურიფული) მდებარე თბილისის ქუჩისთვის ტარიელ გელანტიას სახელის მინიჭებას.
საჯარო განხილვის მონაწილეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი წარმოდგენილ წინადადებას. ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამისი მიზანშეწონილობის დოკუმენტის მიღების შემდეგ, გადაეგზავნება საქართველოს მთავრობის შესაბამის სამთავრობო კომისიას შემდგომი განხილვისა და დამტკიცების მიზნით.