ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის ორგანიზებით საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საჯარო განხილვა, ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭიხუში ლევან გოთუას პირველი ჩიხისთვის რეზო თოდუას ქუჩის სახელის მინიჭებისა და ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში შოთა რუსთაველის ქუჩისთვის ბადრი კუჭავას სახელის მინიჭების თაობაზე.
სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით. მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ წინადადებას ქუჩების სახელდებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც საკითხი შესათანხმებლად გადაეგზავნება სამთავრობო კომისიას.