8 თებერვალს ხობის თედო სახოკიას ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მკითხველთა კონფერენცია „ისტორია მოძღვარია ერისა“. კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, ხოლო თავად ივანე ჯავახიშვილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღემდე ერთადერთი უნივერსიტეტია არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში, რომელიც 2018 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის (The U.S.News&World Report). საიუბილეო საღამოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.