28 აგვისტოს ხობში, ნოჯიხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დედათა მონასტერში ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით „ღვთისმშობლის კალთის ქვეშ“, რომელიც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის ლოცვა-კურთხევითა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსხაურის ორგანიზებით წელს პირველად გაიმართა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო თემები: „ხობის მონასტერი არქეოლოგია და სიწმინდეები“ (მომხსენებელი გოგიტა ჩიტაია), „თორსის არქეოლოგიური გათხრები ძველი კოლხური კულტურისა და ანტიკური ხანის ნამუშევრები“ (მომხსენებელი ლევან ჭაბაშვილი). კონფერენციის დასასრულს საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა სადაც ყურადღება გამახვილდა ხობის მონასტრის მნიშვნელობაზე, მასში დავანებულ სიწმინდეებზე და მათ ისტორიაზე. ასევე გაკეთდა მიმოხილვა ხობის მონასტრის კათალიკოსთა მოსაზრებების სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში არსებულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, დაისახა სამომავლო გეგმები.
კონფერენციას სამღვდელოებასთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილე ვარაზ გაბედავა, ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ წულაია, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსხაურის უფროსი როზეტა შულაია, ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.