26 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა. სხდომაზე განხილულ იქნა კონკურსში მონაწილე კანდიდატთა განცხადებები. საკრებულოს აპარატში არსებულ 7 ვაკანსიაზე, სულ შემოვიდა 150 განცხადება. აპლიკაციების გადარჩევის შედეგად მეორე ეტაპზე გადავიდა 92 აპლიკანტი, ხოლო 58 განცხადებამ ვერ დააკმაყოფილა კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნები. ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა განცხადებების (აპლიკაციების) გადარჩევის შედეგად საკრებულოს აპარატში არსებულ ვაკანსიებზე მეორე ეტაპზე გადასულ პირთა სია იხილეთ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდებზე http://khobi-sakrebulo.ge/ge/our-municipality/vakansiebi/2014-tseli/dekemberi/shedegebi