ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, ხეთის თეატრონზე გაიმართა კონცერტი, რომელიც მიეძღვნა ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებს. კონცერტზე მაყურებლის წინაშე ძველი და ახალი სიმღერებით წარსდგნენ „ნიკოლშოუ“ და დავით არჩვაძე. შემსრულებლებმა ხობელ მაყურებლებს სასიამოვნო სანახაობა მოუწყვეს და მსმენელზე დიდი შთაბეჭდილება დატოვეს. ღონისძიების დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ ე. ჯობავამ სიტყვით მიმართა თეატრონზე შეკრებილ ახალგაზრდებს და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში გაგრძელდება ახალგაზრდული პროგრამების განხორციელება და კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება, ბედნიერი და წარმატებული სტუდენტობა უსურვა.