ქ. ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
კონცერზე ახალგაზრდებისთვის ბენდი ,, UNDER 7” და დიჯეი ალექსი უკრავდნენ.
ღონისძიება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.
კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ულოცავს სკოლის კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრებას და უსურვებს წარმატებებს.