30 მაისს, ხობის ცენტრალურ პარკში, ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის შემეცნებითი და სპორტული შეჯიბრებები ტარდებოდა ნარდში, მაგიდის ჩოგბურთსა და შაშში. მოეწყო ხელთნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი წარმოების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.
საღამოს მსმენელის წინაშე ჯგუფი ,,წერილი '’ და დიჯეი Zukay წარსდგნენ.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძედა მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო კიდევ ერთხელ ულოცავს ახალგაზრდებს სკოლის დამთავრებას და უსურვებს წარმატებებს.