1 დეკემბერს ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალსადენის სისტემის მშენებლობა დაიწყო, წყალსადენი სისტემის მშენებლობის დაწყება საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთდ დაათვალიერეს. „დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო - ყულევის, ქარიატისა და შუა ხორგის მოსახლეობა წყალს ახალი მაგისტრალის მეშვეობით მიიღებს. ეს პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყულევისთვის, რადგან დასახლებაში არსებული წყალი სასმელად გამოუსადეგარია და ადგილობრივ მოსახლეობას წყალი, დღემდე ცისტერნების მეშვეობით მიეწოდება. ყულევის და ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზის კეთილმოწყობის და სასმელი წყლის მიწოდების საკითხი წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო, მაგრამ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის შედეგად ორივე ეს პრობლემა მოგვარდება - შუა ხორგა-ქარიატა-ყულევის დამაკავშირებელი 16 კილომეტრიანი გზის შენებლობა მიმდინარეობს, ხოლო წყლის სისტემის მშენებლობას დღეს ჩაეყარა საფუძველი“ - განაცხადა დეპუტატმა ირაკლი (დაჩი)ბერაიამ. შუა ხორგის, ქარიატის და ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალსადენი სისტემის მშენებლობა ორ ეტაპად განხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 920 ათას ლარს შეადგენს. მაგისტრალის სიგრძე 34 კილომეტრია და სამუშაოების დასრულების შემდეგ 2000-მდე მოსახლე სასმელ წყალს მიიღებს. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება