ხობის მუნიციპალიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის შექმნის II ეტაპის სამუშაოები გრძელდება, რომელსაც შპს „კომპანიონი„ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარდაფისა და პირველი სართულის ფოიეს კეთილმოწყობა. პროექტისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 849 849 ლარი გამოიყო .
13 ივლისს, აღნიშნული სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.
ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები 2016 წლის დეკემბერში დასრულდება.