ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში პოეტ ლემზარ გაბელიას წიგნის ,,უნაპირობა ნაპირად“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე ავტორის მეგობრებმა და სკოლის მოსწავლეებმა მისი ლექსები წაიკითხეს და პოეტის შემოქმედებაზე ისაუბრეს.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ბატონი ლემზარის შემოქმედებაზე და თავადაც წაიკითხეს პოეტის მიერ დაწერილი ლექსები.