ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა, 2008 წელს აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, ლევან ჭოჭუას სახელობის თასის გათამაშება მინი-ფეხბურთში.
ტურნირის გამარჯვებული ახალი სოფლის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში გამოღმა ქარიატა დაამარცხა ხოლო მესამე ადგილი ყულევის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა. ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ასევე სხვადასხვა ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებულებ ფეხბურთელებს თასები და სიგელები გადაეცათ.
ფინალურ მატჩს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ქანთარია და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ს თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი.
სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.