12 სექტემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ, გუბერნიის აპარატის უფროსმა ლაშა გვასალიამ, ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერეს ხობის მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ საკუთრებაში გადმოცემული ყოფილი კინოთეატრის „თუთარჩელას“ შენობა, სადაც სპორტული კომპლექსის მოწყობაა დაგეგმილი.