ხობის ცენტრალურ სტადიონზე 7×7 ფეხბურთში საქართველოს სამოყვარულო ჩემპიონატის, „მასტერ ლიგის“ გათამაშება დაიწყო.
სპორტულ ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 16 გუნდი მონაწილეობს.
ტურნირის გახსნის ცერემონიას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
აღნიშნული პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება.