ძვირფასო მასწავლებლებო! უდიდესი პატივისცემით გილოცავთ თქვენს პროფესიულ საერთაშორისო დღესასწაულს!
ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე, თქვენი მოღვაწეობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჩვენი მომავალი თაობების კეთილდღეობისა და სრულფასოვანი ცხოვრებისათვის, თქვენ აყალიბებთ ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის საფუძველს - განათლებულ და გონიერ მომავალ თაობას.
ადამიანთა იმ წმინდა ურთიერთობებს შორის, რომლებიც დასაბამიდანაა ცხოვრების მიერ განსაზღვრული და ვერავითარი დრო და ჟამი ვერ მოერევა, უმნიშვნელოვანესი და გამორჩეული მასწავლებლისა და მოსწავლის მარადიული გრძნობაა...ამიტომაც არის მასწავლებელი ყოველთვის დროზე მაღლა...
გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში და ბედნიერ მომავალ თაობას!
ედიშერი ჯობავა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე