5 ოქტომბერს ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“ და ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის აღსაზრდელები სხვადასხვა ნომრებით წარსდგნენ.
საზეიმო ღონისძიება ხობის კულტურულ-საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მას ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.