პარიზში იუნესკო-სა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით 5 ოქტომბერი მასწალებელთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. მას შემდეგ საქართველოში, წლებია მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილი კვირეული ტარდება. ქ. ხობის მოსწავლეთა სახლის მხატვრული კითხვის წრის აღსაზრდელებმა(ხელმძღვანელი მაია კუჭავა )მოიწვიეს მასწავლებლები და ლამაზი ზეიმი მოუწყვეს. მაღალი ინტელექტი, მეთოდური ოსტატობა ,დიდი ნებისყოფა, ტაქტი, სამართლიანობა, ბავშვების სიყვარული, კეთილშობილება, აი ის თემები,რომელზეც მოსწავლეებმა ისაუბრეს.ისინი აღმზრდელებს მიესიყვარულნენ, ლექსები წაუკითხეს და დასასრულს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. მასწავლებლებმაც თავის მხრივ, დიდი სიყვარული გამოხატეს და მადლობა გულთბილი სიტყვებით გადაუხადეს მოსწავლეებს.