ხობის კულტურის სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი დავით არჩვაძისა და კვარტეტი „ჰანგების“ მონაწილეობით გაიმართა. შემსრულებლები მაყურებელთა წინაშე კარგად ნაცნობი და საყვარელი სიმღერებით წარსდგნენ. კონცერტს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და პედაგოგები დაესწრნენ.