ხობის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა მდინარე ხობის წყლის და ღელეების ადიდება გამოიწვია. რის შედეგადაც კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დააზიანა ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ბონდის ხიდი.
ასევე ქ. ხობის აკაკი შანიძის ქუჩაზე მწყობრიდან არის გამოსული რკინიგზის გასასვლელის საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთი.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას.
საკრებულოს თავმჯდომარის ე. ჯობავას განცხადებით ხობის მუნიციპალიტეტის ზარალის დამდგენი კომისია ადგილზე შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და დაადგენს ზარალის მოცულობას.