30 ოქტომბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა N66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჯემალ შეროზიამ გახსნა, რომელმაც ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა, მისი განცხადებით, ახალი მოწვევის საკრებულო დაკომპლექტდა, 37 წევრით, სადაც 22 მანდატი მაჟორიტარულ, ხოლო 15 პროპორციული წესით არჩეულ საკრებულოს წევრებს ერგოთ. აქედან, 35 მანდატი „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“, 1 მანდატი „გახარია-საქართველოსთვის“ და 1 მანდატი „ლელომ“ მოიპოვა.
2025 წლის 30 ოქტომბერს არჩეულ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა სია:
მამუკა ქარდავა
დოდო გაბუნია
მედეა თათარიშვილი
ქეთევან კვირიკაშვილი
ანი ბუცხრიკიძე
დიტო ხასია
ივერი ბერაძე
ნუგზარ შუშანია
ბექა მამაცაშვილი
გიორგი გოგოხია
ალიოშა საჯაია
ზაზა ალექსანდრია
გიგა კაპანაძე
ლაშა ცატავა
გაიოზ ქირია
ვლადიმერ ქანთარია
აკაკი მალანია
ბადრი რიჟამაძე
კობა შონია
ფრიდონ შონია
კობა გერგაია
ირაკლი სახურია
ირაკლი ალანია
მზია ლემონჯარია
ლევან ლიპარტია
აკაკი ხურცილავა
გიორგი ბერაია
ზვიადი სულამანიძე
გოჩა ქაჯაია
გიორგი გვასალია
მიმოზა ლემონჯავა
სოსო ბერაია
გია წულაია
გურამი ქირია
მანუჩარ ქაძანაია
ფრიდონი კუკავა
გივი ლატარია
ჯემალ შეროზიამ საკრებულოს არჩეული წევრების შესახებ ინფორმაციის საკრებულოსთვის წარდგენის შემდეგ სიტყვა გადასცა საკრებულოს უხუცესს წევრს ვლადიმერ ქანთარიას. სხდომაზე საკრებულოს ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მამუკა ქარდავა, ხოლო მოადგილეებად გივი ლატარია და გიორგი გვასალია. საკრებულოს პირველ სხდომაზე რეგისტრირებულ იქნა ორი ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე აკაკი მალანია და ფრაქცია „ხალხის ძალა“ თავმჯდომარე მიმოზა ლემონჯავა. არჩეულ იქნენ ასევე ფრაქციების თავმჯომარის მოადგილეები.
სხდომაზე ფარული კენჭისყრის საფუძველზე ასევე არჩეულ იქნენ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარები: საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ მედეა თათარიშვილი, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ დოდო გაბუნია, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ ლევან ლიპარტია, საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარედ ბექა მამაცაშვილი და საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ვლადიმერ ქანთარია.
საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირები, მასმედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.