20 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მეოთხე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა N66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დათუნა ჯობავამ გახსნა, რომელმაც ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა და სიტყვა გადასცა უხუცესს საკრებულოს წევრს ვლადიმერ ქანთარიას. სხდომაზე საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისა და თანამდებობის პირების არჩევის პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ იქნა დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიები, რის შემდეგ ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ედიშერ ჯობავა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ - მამუკა ქარდავა. საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოხელეები, მასმედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები. 20 ნოემბრის საკრებულოს სხდომამ ამ საკითხების განხილვის შემდეგ შეწყვიტა მუშაობა, სხდომა განახლდება 22 ნოემბერს.