2 ნოემბერს, ხობში, კულტურის სახლის მცირე დარბაზში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოს მაჟორიტარ წევრებთან, მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში და მეთხილე ფერმერებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ისაუბრეს თხილის წარმოების ხელშეწყობის ახალ პროგრამაზე.
მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2 -3 ჰექტრამდე თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ანსარგებლობაში, მიიღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას.
ასევე სამი ჰექტარი ან მეტი თხილის ფართობის მქონე ფერმერები მიიღებენ შეღავათებს და შეძლებენ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის. სახელმწიფო სესხის 8%-ს დააფინანსებს. ქულები აგრობარათზე დაირიცხება.